პროექტები და ღონისძიებები

      ლეგენდებში შემონახული წარსული                                                               

როექტის აღწერა:
1)პროექტის სახელწოდება: ლეგენდებში ასახული წარსული
2)პროექტის მთავარი იდეა(თემა):  საქართველოს სხვადასხვა  კუთხეში გავრცელებული ლეგენდების მოძიება, ჩაწერა
3)პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები მოიძიებენ და გაეცნობიან  საქართველოს სხვადასხვა კუთხეში  გავრცელებულ ლეგენდებს, ნახავენ როგორი ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიამ მათში.
4)პროექტის მიზნები: მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ ჩვენი ქვეყნის წარსულის   გამოძახილი ლეგენდებში, განივითარონ ინტერვიუს აღებისა და ჩაწერის უნარი
5)მოსწავლეთა ასაკი:12-17 წელი
6)ვადები/ხანგრძლივობა:4 თვე
7)მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ხალხში მოძიებული ლეგენდების ელექტრონული ვერსიის შექმნა და ბლოგზე ატვირთვა, ლეგენდებში გადმოცემული გეოგრაფიული ადგილების ფოტო-გალერიის შექმნა-გამოფენა
8)პროექტისთვის საჭირო რესურსი: ფოტოაპარატი, კომპიუტერი (google, bloger, pp-პროგრამა), კალამი, რვეული, თაბახის ფურცლები, ფორმატი, ფანქრები, ფლომასტერები
9)პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მოსწავლეები მოიძიებენ  და ჩაიწერენ თავიანთ სოფლებში ან ქალაქში გავრცელებულ ლეგენდებს(მაგ,სოფლის დაარსება, სახელწოდება, სოფელში არსებული ადგილის ან ძეგლის დაარსება), ჩაწერენ ინტერვიუს სახით სოფლის უხუცესებისგან. ასევე გადაიღებენ მოძიებული მასალის ამსახველ ფოტოებს, შეასრულებენ ნახატებს, დაწერენ მცირე ზომის ესეებს, რომელსაც გავეცნობით კლასში. მოაწყობენ დისკუსიას მოძიებულ ლეგენდასთან დაკავშირებით. შემდეგ შექმნიან მათ ელექტრონულ ვერსიას, ატვირთავენ ბლოგზე, ფოტოებთან ერთად. სკოლის ფოიეში მოაწყობენ  შესრულებული ნახატებისა და გადაღებული ფოტოების გამოფენას
10)საგნებთან/საგნობრივ ჯგუფთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ლიტერატურა: მოსწავლეები მოიძიებენ  და გაეცნობიან ლეგენდების მიხედვით შექმნილ ნაწარმოებებს, დაწერნ ესსებს
ისტორია: მოსწავლეები ნახავენ რა ასახვა ჰპოვა ჩვენი ქვეყნის ისტორიამ ლეგენდებში
გეოგრაფია: მოსწავლეები დააკვირდებიან გეოგრაფიული მდებარეობასა და კლიმატს  მოძიებულ ტერიტორიებზე, ეკლესია-მონასტრესა და ციხეებზე.
ისტ: ინტერნეტში მოძიებენ ფოტოებს, მასალებს, აკეთებენ მოძიებული მასალის ელექტრონულ მასალას და ტვირთავენ ბლოგზე
ხელოვნება: მოსწავლეები დააკვირდებიან ეკლესია-მონასტრების,ციხეების ნაგებობებს,მათ თავისებურებებს.შექმნიან ნახატებს
11)პროექტის ხელმძღვენელი:ია ხუციშვილი
12)ხელმძღვანელის ელ-ფოსტა:i.xucishvili1984@gmail.com
13)პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:www.iaxucishvili.blogspot.com

1 comment:

  1. ძალიან საინტერესო პროექტია, გისურვებ წარმატებას....

    ReplyDelete