Friday, July 1, 2016

               გაკვეთილის გეგმა
                                                                                                      ია ხუციშვილი

გაკვეთილის მთავარი თემა
ბაში-აჩუკი
სწავლების საფეხური
საბაზო. VIII კლასი
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
მოსწავლე გაეცნობა საქართველოს ისტორიასა და ქართველთა ღვაწლს ქრისტიანობისა და ქვეყნის ერთიანობისთვის
გაკვეთილის მიზნები/
  1. მოსწავლემ შეძლოს გაიაზროს, გაანალიზოს და შეაფასოს ტექსტები, რომლებიც შეიცავს გარკვეულ თვალსაზრისს ან მსჯელობას კონკრეტულ საკითხებზე
  2. მოსწავლემ შეძლოს  ნაწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტის გაანალიზება
  3. მოსწავლემ შეძლოს მხატვრული ხერხებისა და ენობრივი მახასიათებლების ცოდნის გამოყენება ტექსტის გასაანალიზებლად
  4. მოსწავლემ შეძლოს კითხვის მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება
ესგ-თი მისაღწევი შედეგები
1) VIII_5 მოსწავლეს შეუძლია დაწვრილებით შეისწავლოს ტექსტის შინაარსი,ყურადღება გაამახვილოს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ხსნის  მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს ტექსტში
2) VIII-7     მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ დროს, ადგილს. ახასიათებს სოციალურ-კულტურულგარემოს, აკავშირებს ამ ფაქტორს ნაწარმოების შინაარსთან
3) VIII-8  ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს , რომლებიც ტექსტს ესთეტიკურ მიმზიდველობას ანიჭებს და ხსნის მათ დანიშნულებას
4) VIII-9  ხელახლა უბრუნდება გაუგებარ ადგილებს, მონიშნავს მისთვის გაუგებარ და ძნელად აღსაქმელ ლკექსიკურ ერთეულებს და ტექსტის არშიაზე აკეთებს განმარტებებს, მინიშნებებს, კომენტარებს
წინასწარი ცოდნა
1) შაჰ-აბასის შემოსევები კახეთში
2) ბახტრიონის აჯანყება
3) ლეგენდა ,,ბახტრიონი“
4) ვაჟა-ფშაველას ,,ბახტრიონი”ნაწყვეტი
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დავალებასთან შესაბამისობა, ლექსიკური მარაგი და მხატვრული ხერხები, პრობლემური საკითხების პოვნა ტექსტში და მის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობა (იხილეთ შეფასების რუბრიკა 1)
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
ცარცი, დაფა, მარკერი, რვეული, წიგნი, კომპიუტერი
გაკვეთილის მსვლელობა
1)  გონებრივი იერიში-რა ვიცით კახეთის 1659 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით?
გაიხსენეთ ნაწარმოებები, რომლის საფუძველიც გახდა ეს აჯანყება.     (7წთ)
2)  მინი-ლექცია ( 5წთ)
3)  პრეზენტაციის ჩვენება (10წთ)
4)  ტექსტის დაყოფა მონაკვეთებად (პაუზებით კითხვა)(2წთ)
5)  დაბეჭდილი ინსტრუქციის დარიგება მოსწავლეებისთვის :(1წთ)
ა) მონიშნულ ტექსტში გაუგებარი სიტყვების მონიშვნა-განმარტება
ბ) ტექსტში მხატვრული ხერხის მონიშვნა -დანიშნულება
გ)  ტექსტში პრობლემური საკითხის ამოცნობა და მსჯელობა მათ ირგვლივ
დ)  ტექსტში აღწერილი დროისა და ადგილის მიმოხილვა და დაკავშირება ტექსტის შინაარსთან
6)  ტექსტზე მუშაობა (15წთ)
7)  ტექსტის გამთლინება კითხვების საშუალებით (10წთ)

დიფერენცირებული სწავლება
სსიმ მოსწავლე არ არის

No comments:

Post a Comment