Friday, July 1, 2016
გაკვეთილის გეგმა
ია ხუციშვილი
გაკვეთილის მთავარი თემა
|
ბაში-აჩუკი
|
სწავლების საფეხური
|
საბაზო. VIII კლასი
|
გაკვეთილის მნიშვნელობა /აქტუალობა
|
მოსწავლე გაეცნობა საქართველოს ისტორიასა და ქართველთა ღვაწლს ქრისტიანობისა და ქვეყნის ერთიანობისთვის
|
გაკვეთილის მიზნები/
|
|
ესგ-თი მისაღწევი შედეგები
|
1) VIII_5 მოსწავლეს შეუძლია დაწვრილებით შეისწავლოს ტექსტის შინაარსი,ყურადღება გაამახვილოს დეტალებზე და მათზე დაყრდნობით ხსნის მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს, ამოიცნობს და განსაზღვრავს პრობლემურ საკითხებს ტექსტში
2) VIII-7 მიმოიხილავს ნაწარმოებში აღწერილ დროს, ადგილს. ახასიათებს სოციალურ-კულტურულგარემოს, აკავშირებს ამ ფაქტორს ნაწარმოების შინაარსთან
3) VIII-8 ამოიცნობს მხატვრულ ხერხებს , რომლებიც ტექსტს ესთეტიკურ მიმზიდველობას ანიჭებს და ხსნის მათ დანიშნულებას
4) VIII-9 ხელახლა უბრუნდება გაუგებარ ადგილებს, მონიშნავს მისთვის გაუგებარ და ძნელად აღსაქმელ ლკექსიკურ ერთეულებს და ტექსტის არშიაზე აკეთებს განმარტებებს, მინიშნებებს, კომენტარებს
|
წინასწარი ცოდნა
|
1) შაჰ-აბასის შემოსევები კახეთში
2) ბახტრიონის აჯანყება
3) ლეგენდა ,,ბახტრიონი“
4) ვაჟა-ფშაველას ,,ბახტრიონი”ნაწყვეტი
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეები ფასდებიან შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით: დავალებასთან შესაბამისობა, ლექსიკური მარაგი და მხატვრული ხერხები, პრობლემური საკითხების პოვნა ტექსტში და მის შესახებ არგუმენტირებული მსჯელობა (იხილეთ შეფასების რუბრიკა 1)
|
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები
|
ცარცი, დაფა, მარკერი, რვეული, წიგნი, კომპიუტერი
|
გაკვეთილის მსვლელობა
|
1) გონებრივი იერიში-რა ვიცით კახეთის 1659 წლის აჯანყებასთან დაკავშირებით?
გაიხსენეთ ნაწარმოებები, რომლის საფუძველიც გახდა ეს აჯანყება. (7წთ)
2) მინი-ლექცია ( 5წთ)
3) პრეზენტაციის ჩვენება (10წთ)
4) ტექსტის დაყოფა მონაკვეთებად (პაუზებით კითხვა)(2წთ)
5) დაბეჭდილი ინსტრუქციის დარიგება მოსწავლეებისთვის :(1წთ)
ა) მონიშნულ ტექსტში გაუგებარი სიტყვების მონიშვნა-განმარტება
ბ) ტექსტში მხატვრული ხერხის მონიშვნა -დანიშნულება
გ) ტექსტში პრობლემური საკითხის ამოცნობა და მსჯელობა მათ ირგვლივ
დ) ტექსტში აღწერილი დროისა და ადგილის მიმოხილვა და დაკავშირება ტექსტის შინაარსთან
6) ტექსტზე მუშაობა (15წთ)
7) ტექსტის გამთლინება კითხვების საშუალებით (10წთ)
|
დიფერენცირებული სწავლება
|
სსიმ მოსწავლე არ არის
|
Wednesday, June 29, 2016
შეფასების რუბრიკა
შეფასების კრიტერიუმები
|
0-ქულა
|
1-ქულა
|
2-ქულა
|
დვალებასთან შესაბამისობა
|
საერთოდ არ შეესაბამება დავალებას
|
მიჰყვება ინსტრუქციას,მაგრამ ზედაპირულად
|
ყველა ინსტრუქცია გათვალისწინებულია,დავალება სრულყოფილადაა შესრულებული
|
ლექსიკა,მხატვრული ხერხები
|
ლექსიკური მარაგი მწირია,არ აქვს ნაპოვნი მხატვრული ხერხები
|
ლექსიკური მარაგი არც თუ ისე მწირია,ნაპოვნია ზოგიერთი მხატვრული ხერხი
|
ლექსიკური მარაგი მრავალფეროვანია,ზუსტად შეესაბამება დავალებას,ნაპოვნი აქვს ყველა მხატვრული ხერხი
|
ტექსტში პრობლემური საკითხების ამოცნობა
|
ვერ პოულობს ტექსტში პრობლემურ საკითხებს
|
მხოლოდ ზოგიერთი პრობლემური საკითხის ამოცნობა შეუძლია
|
ტექსტში ამოიცნობს და პოულობს ყველა პრობლემურ საკითხს
|
არგუმენტირებული მსჯელობა
|
ვერ მსჯელობს,მოჰყავს შეუსაბამო არგმენტები
|
მსჯელობს,მაგრამ ზედაპირულად.ზოგ შემთხვევაში არგუმენტები არ შეესაბამება მსჯელობას
|
მსჯელობს არგუმენტირებულად,საუბრობს მიზეზ-შედეგობრივ კავშირებზე
|
აუდიტორიის ფლობა
|
ვერ ფლობს აუდიტორიას,მისი საუბარი არ არის თანმიმდევრული და დამაჯერებელი
|
ნაწილობრივ ფლობს აუდიტორიას,თუმცა მისი საუბარი არ არის თანმიმდევრული
|
ფლობს აუდიტორიას,საუბრობს დამაჯერებლად,იყენებს თვალით კონტაქტს,საუბრობს თანმიმ დევრულად
|
Saturday, June 18, 2016
Subscribe to:
Posts (Atom)